Harry Potter

შაბათი
18.05.2024
22:17
ჯადოქარი: Гость | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები Гость | RSS მთავარი | ჩვენი შემოქმედება - Page 3 - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ფორუმი » სხვადასხვა » თავისუფალი ფორუმი » ჩვენი შემოქმედება
ჩვენი შემოქმედება
Godric_GyffindorДата: შაბათი, 13.11.2010, 15:03 | Сообщение # 31
შელოცვების პროფესორი
Группа: დირექტორი
Сообщений: 2273
Награды: 21
Репутация: 12
Статус: Offline
Rowena_Ravenclaw, mezareba wakitxva biggrin

URL=http://www.radikal.ru][/URL]
 
RowenaДата: შაბათი, 13.11.2010, 15:05 | Сообщение # 32
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
Godric_Gyffindor, sheni dade mashin rom moxval ! biggrin

 
TaTu_RiDlleДата: შაბათი, 13.11.2010, 15:45 | Сообщение # 33
ქვიდიჩის თეორიის პროფესორი,დილის მისნის რედაქტორი
Группа: სლიზერინელი
Сообщений: 259
Награды: 6
Репутация: 3
Статус: Offline
Kethrin, Rowena_Ravenclaw, Lily, tu nebas damrtavt dilis misanshi davbechdaav smile
 
RowenaДата: შაბათი, 13.11.2010, 16:32 | Сообщение # 34
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
TaTu_RiDlle, uflebas gadzlev biggrin

 
KethrinДата: შაბათი, 13.11.2010, 16:46 | Сообщение # 35
სლიზერინის ხელმძღვანელი
Группа: ხელმძღვანელი
Сообщений: 814
Награды: 20
Репутация: 14
Статус: Offline
TaTu_RiDlle, mec gadzleeev(ra jobia maagaaas,chems nichs upro bevri daapasebs biggrin biggrin )

 
Godric_GyffindorДата: შაბათი, 13.11.2010, 17:50 | Сообщение # 36
შელოცვების პროფესორი
Группа: დირექტორი
Сообщений: 2273
Награды: 21
Репутация: 12
Статус: Offline
ძვირფასო დედა
სული შენთვის მემეტება
მე სულ შენთან ყოფნა მინდა
რომ ვერ გხედავ მეტირება
შენ გამზარდე შენ მასწავლე
სიყვარული მეგობრობა
არასდროს არ გაგშორდები
საყვარელო ჩემო დედა

აი როგორია აბა biggrin :D


URL=http://www.radikal.ru][/URL]
 
RowenaДата: შაბათი, 13.11.2010, 17:54 | Сообщение # 37
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
ai es martla dzaan momeweona sagol smile Godric_Gyffindor,

 
Godric_GyffindorДата: შაბათი, 13.11.2010, 17:59 | Сообщение # 38
შელოცვების პროფესორი
Группа: დირექტორი
Сообщений: 2273
Награды: 21
Репутация: 12
Статус: Offline
Rowena_Ravenclaw, კიდევ მაქ დედაზე biggrin

URL=http://www.radikal.ru][/URL]
 
RowenaДата: შაბათი, 13.11.2010, 18:02 | Сообщение # 39
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
Godric_Gyffindor, egec dawere smile kargi deda gyavs smile

 
TaTu_RiDlleДата: შაბათი, 13.11.2010, 18:08 | Сообщение # 40
ქვიდიჩის თეორიის პროფესორი,დილის მისნის რედაქტორი
Группа: სლიზერინელი
Сообщений: 259
Награды: 6
Репутация: 3
Статус: Offline
Quote (Rowena_Ravenclaw)
TaTu_RiDlle, uflebas gadzlev

Quote (Kethrin)
TaTu_RiDlle, mec gadzleeev(ra jobia maagaaas,chems nichs upro bevri daapasebs )
uraaa kaiaaa
Quote (Godric_Gyffindor)
ძვირფასო დედა სული შენთვის მემეტება მე სულ შენთან ყოფნა მინდა რომ ვერ გხედავ მეტირება შენ გამზარდე შენ მასწავლე სიყვარული მეგობრობა არასდროს არ გაგშორდები საყვარელო ჩემო დედა

martla magariiiaa
 
Godric_GyffindorДата: სამშაბათი, 16.11.2010, 11:32 | Сообщение # 41
შელოცვების პროფესორი
Группа: დირექტორი
Сообщений: 2273
Награды: 21
Репутация: 12
Статус: Offline
TaTu_RiDlle, მადლობა
Quote (Rowena_Ravenclaw)
Godric_Gyffindor, egec dawere smile kargi deda gyavs smile

შენც tongue


URL=http://www.radikal.ru][/URL]
 
RowenaДата: სამშაბათი, 16.11.2010, 11:59 | Сообщение # 42
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
Godric_Gyffindor, xo mand kidev weria egec dawere aqtqo tongue biggrin

 
Ana_SlytherinДата: სამშაბათი, 16.11.2010, 16:08 | Сообщение # 43
ტრანსფიგურაციის პროფესორი, ქარაგმების რედაქტორი
Группа: მოდერი
Сообщений: 525
Награды: 3
Репутация: 4
Статус: Offline
aa fanfiki maq me da davdeb ra tavebic maq dacerili nelnela : )))

დამატებულია (16.11.2010, 16:08)
---------------------------------------------
თავი პირველი
სკოლა

მივდიოდი, არ ვიცოდი სად მაგრამ სადღაც მივდიოდი. ნაბიჯებს სწაფად ვადგამდი ალბათ მეჩქარებოდა. უცბად გავჩერდი, დიდ ტყეში ვიყავი. ვიფიქრე რომ ალბათ ლაშქრობაზე დავიკარგე, მაგრამ ვხვდებოდი ასე არ იყო...
სველ ფოთლებზე დავჯექი, ამ დროს მგლები. შემეშინდა და გაგცევა დავაპირე მაგრამ ვერ შევძელი, მგლები წრეს მირტყავდნენ. ვიყვირე თუ არა მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ...

გამეღვიძა, მზე ანათებდა კარგი ამინდი იყო. სიზმარზე ვფიქრობდი და ცოტა ხანში დედაც შემოვიდა.
-ელის! სკოლაში დაგაგვიანდა ადექი სწრაფად!
-დედა,ახლავე მაგრამ რომელი სააათია?
-უკვე ცხრა საათი ხდება!
-კარგი,კარგი ახლავე ავდგები.

ტანსაცმელს ვიცვამდი და თან ვფიქრობდი როგორი იქნებოდა პირველი დღე სკოლაში, ალბათ ყველა დამცინებს ჩემი სასაცილოდ შეჭრილი თმის გამო, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, რომ ასე არ მოხდებოდა.

მე მოკლედ შეჭრილი კარე მაქვს, ოქროსფერი თმა. კარე საშინლად არ მიხდება და ამიტომაც ვფიქრობ რომ დამცინებდნენ...

სწრაფად ჩავიცვი, ჩანთაში წიგნები ჩავაწყე და კიბეზე დავეშვი. სამზარეულოში დედა დამხვდა, იტალიურ სპაგეტს მიკეთებდა მაგრამ აღარ დაველოდე ლოყაზე ვაკოცე და სკოლისკენ გავიქეცი.

ცოტა ხანში სკოლაც გამოჩნდა. ოთხსართულიანი იყო-თეთრი ფერის. შევედი და თვალებს არ დავუჯერე:

დიდ ოთახში მაგიდები და სკამები იდგა და ბავშვები ისხდნენ. ყველამ გაკვირვებით გამომხედა და გაცნობა დაიწყეს.
პირველი ჩემთან სათვალიანი ჩემზე ოდნავ მაღალი გოგონა მოვიდა:
-გამარჯობა, შენ ელის კინგსლი ხარ? მე როზალი ჯონსონი ვარ.
-გაგიმარჯოს,კი ელისი ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა როზალი!

ჩვენი ლაპარაკის დროს კიდევ მოვიდნენ ბავშვები. ერთი ჩალისფერთმიანი ბიჭი გამომელაპარაკა:
-გამარჯობა ელის! მე ლუის მიტჩელი ვარ.
-გამარჯობა ლუის! ჩემი სახელი საიდან იცი?
-შენი სახელი თითქმის ყველამ იცის. მე დედაშენის მეგობრის შვილი ვარ ლეილა მიტჩელის. ზოგიერთმა ჩემგან გაიგო რომ ელის კინგსლი ხარ ხოლო ზოგიერთმაა მამაშენისგან, ის ხომ გავლენიანი კაცია, სამინისტროში მუშაობს!
-ძალიან გავლენიანია მართლაც!

ორივემ გავიცინეთ. ვიფიქრე რომ ლუისი კარგი ხასიათების ბიჭი იყო. ასეც ჩანდა.

მალე ზარი დაირეკა და ყველა საკლასო ოთახებისაკენ გავეშურეთ. პირველი ინგლისური მქონდა. მისი მასწავლებელი მაღალი სათვალიანი ქალი იყო. ერთი შეხედვით სასიამოვნო ქალი გეგონებოდა მაგრამ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა.

დრო მალე გავიდა. სკოლაში პირველმა დღემ არც ისე ცუდად ჩაიარა. ბავშვები ძალიან მხიარულები აღმოჩნდნენ. თმებზეც არავინ არ დამცინა-ეს კარგია.

გაკვეთილები ვიმეცადინე, ვივახშმე და დავწექი. მალევე დამეძინა


 
RowenaДата: სამშაბათი, 16.11.2010, 17:46 | Сообщение # 44
რეივენქლოს ხელმძღვანელი, მოსამართლე
Группа: დირექტორი
Сообщений: 1554
Награды: 21
Репутация: 35
Статус: Offline
Ana_Slytherin, kargia :* (aha kidev ityvi dzlivs es smile dawereo? :P ) smile smile smile martla kkaia

 
Ana_SlytherinДата: სამშაბათი, 16.11.2010, 18:11 | Сообщение # 45
ტრანსფიგურაციის პროფესორი, ქარაგმების რედაქტორი
Группа: მოდერი
Сообщений: 525
Награды: 3
Репутация: 4
Статус: Offline
Rowena_Ravenclaw, madlobaa :* dzlivs es smile dacere biggrin eg raari 6 tavia jerjerobit sul biggrin

დამატებულია (16.11.2010, 18:07)
---------------------------------------------
მეორე თავი
ჯეინი

სკოლაში ადრე მივედი. ლუისი დავინახე და მაშინვე მასთან მივედი. ჩავეხუტე და ლაპარაკი დავიწყე:
-ლუის,როგორ ხარ?
-კარგად ელის შენ?
-მეც კარგად ვარ.
-იცი ჩემს დას-ჯეინს უნდა შენი გაცნობა.
-ძალიან კარგი გამაცანი!
-კარგი დღეს სკოლის შემდეგ გამოგივლი სახლში და ჩემთან წაგგიყვან.
-კარგი აუცილებლად!

დრო მალე გავიდა. ფანჯარიდან რომ გადავიხედე ლუისი უკვე მელოდებოდა თავის მანქანით. კიბეზე სწრაფად ჩავირბინე ლუისის მანქანაში ჩავჯექი. სწრაფად ატარებდა. გზაში ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ცოტა ხანში მივედით და ლუისის სახლი დავინახე. ძალიან ლამაზი და მდიდრული ორსართულიანი სახლი იყო. მანქანიდან გადმოვედით და ერთმანეთს შევხედეთ. გაგვეცინა. სახლისკენ წავედით და ამ დროს ვიღაც დავინახეთ, ეს ჯეინი იყო ლუისის და. ლუისი გაიქცა რაღაც უთხრა და ამ დროს მეც მივედი მათთან.

როგორც კი ჯეინის სახე დავინახე გავოცდი. მას ოქროსფერი გრძელი თმა და ცისფერი დიდი თვალები ჰქონდა. პატარა ლამაზი ცხვირი და წითელი ტუჩები. ასეთუ კანაზი ადამიანი ცხოვრებაში არ მენახა.

ჯეინი ძალიან გაბრაზებული და ამპარტავანი სახით მიყურებდა. არც მომესალმა. ლუისი სახლში შეიყვანა და რაღაცაზე ხმამაღლა ეკამათა.

-ეს გოგო არ არის შენი შესაფერისი! ის ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგოა! არა ამას არ დავუშვებ რომ იმ მახინჯმა ჩვენს სახლში იცხოვროს!

თვალები ამიცრემლიანდა. სახლში შევედი და ჯეინს შევხედე. ჩემი აცრემლიანებული თვალები რომ დაინახა ძალიან გაბრაზდა და ოთახისკენ გაიქცა.

ლუისთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე:
-ჩვენს ის ვერ დაგვაშორებს! იმიტომ რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ!
-ელის! მეც ძალიან მიყვარხარ!

ჩემი გულჩვილობის გამო ტირილი დავიწყე. ასე ვიყავით ჩახუტებულები დიდხანს. მან სახლი დამათვალიერებინა და შემდეგ სახლში წამიყვანა.

დედაჩემისთვის არაფერი მითქვამს ისე დავწექი და დავიძინე. ისევ კოშმარი დამესიზმრა:

ლუისს ვეხუტებოდი, ბნელ ოთახში ვიყავით. ამ დროს ჯეინი შემოვიდა. გვიყურა და ბოლოს უზარმაზარ შავ მხეცად გადაიქცა.

დამატებულია (16.11.2010, 18:08)
---------------------------------------------
მესამე თავი
საშინელება
დილით რომ გამეღვიძა დედაჩემის საშინელი ტირილის ხმა მომესმა. მთელი ხმით ტიროდა. ტანსაცმელი არ ჩამიცვამს ისე გავიქეცი კიბისკენ და ამ დროს უბედურება მოხდა. კიბეზე დავგორდი.

მართალია გული არ წამსვლია მაგრამ ხელი მოვიტეხე. საშინლად მტკიოდა და ამის გამო ხმას ვერ ვიღებდი. დედაჩემმა ვერც კი შემამჩნია ისე ტიროდა.

როგორღაც ავდექი მივედი დედასთან და ვკითხე:
-დედა! დედა დაწყნარდი დედა! რა მოხდა? გთხოვ გეყოფა ტირილი!
-მამაშენი! ჰარი... და ხმა ჩაუწყდა.

ვერ მივხვდი რა მოხდა ტკივილისგან გაბრუებული წყნარად ვიჯექი. ამ დროს დედამ ძლივს დაამთავრა:
-ჰარი!...მოკვდა! და დივანზე გულწასული დავარდა.

ხელი საშინლად ამტკივდა მაგრამ ვერ შევამჩნიე. ადგილზე მიყინული ვიჯექი და ვერაფერს ვამბობდი.

ყვირლი დავიწყე. ძირს ჩავიკეცე და მთელი ხმით ვყვიროდი და ვტიროდი. ასეთი რამე პირველად დამემართა. ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ მამაჩემი ცოცხალი აღარ იყო. ისე რომ არც კი მინახია.

ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. მე ავიტეხე რომ ვაშინგტონიდან-ფლორიდაში წამოვეყვანე დედაჩემს. ბებიაჩემის სახლში. მამა მარტო დარჩა და ეს ამიტომაც მოუვიდა. ამიტომ აღარ არის ცოცხალი.

ათი წუთი დამჭირდა რომ ცოტა გონს მოვსულიყავი. დედას ვკითხე:
-როგორ მოხდა?
-მამაშენი... მანქანა დაეჯახა.

ასეთი საშინელება უკვე აღარ შემეძლო. საავადმყოფისკენ გავიქეცი და ექიმს ხელი შევახვევინე.

შემდეგ სკოლისკენ როცა მივდიოდი,დედამ დამირეკა:
-ელის სახლში დაბრუნდი ვაშინგტონისკენ ორი ბილეთი უკვე მაქვს.
-დედა მოვდივარ. ახლავე!

სახლში გიჟივით გავიქეცი. მივედი. დედას ერთი პატარა ჩანთა ქონდა:
-მხოლოდ ხუთი დღით მივდივართ.
-კარგი.

მეორე დღეს დილით ადრე უკვე აეროპორტში ვიყავით. მალე ჩვენი თვითმფრინავი ცაში აღმოჩნდა. რამოდენიმე საათში ვაშინგტონში ჩავფრინდით.

სახლში მივედით და ყველაფრის მოგვარება დავიწყეთ. ერთ საათში საავადმყოფოს მორგში მივედით და მამას გვამი ვნახეთ.

დამატებულია (16.11.2010, 18:09)
---------------------------------------------
---------------------------------------------
მეოთხე თავი
ფლორიდაში დაბრუნება
დიდი ხანი არ იყო გასული რაც უკან დავბრუნდიით. მამა დავასაფლავედ წყნარად ხმა არც ამოგვიღია თუმცა მაინც დიდხანს ვტიროდით მე და დედაჩემი... მოწყენილები ვიყავით უსასრულოდ სანამ ფლორიდაში არ ჩამოვედით...

აქ საღამო იყო. ფლორიდაში დაგვხვდა ჩვენი მეზობელი რენესმი. მან თავის სახლში შეგვიყვანა იმიტომ, რომ ჩვენი არეული სახლის დალაგების თავი არცერთს არ გვქონდა.. ამიტომ შევედით მის სახლში და ყავა დავლიეთ. რენესმი ცოტა არ იყოს ჭორიკანა ქალია და ამიტომ მთელი ფლორიდის ჭორები მოგვიყვა:
-სანამ თქვენ აქ არ იყავით ვიღაც დაიჭირეს.. ელის მგონი შენ უნდა იცოდე შენს სკოლაში სწავლობს მისი შვილი. მოიცადე რა ქვია შვილს? როიზელიო თუ როზალიო...

გული შემიფრთხიალდა! როზალი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია სკოლაში?! მან ხომ პირველმა გამიცნო! ოოო არა!

-დედა სახლში მივდივარ!-ვთქვი და გავვარდი...

სახლში შევედი თუ არა ტელეფონს დავტაცე ხელი.
-ალო!
-ვინ გნებავთ?
-როზალი როგორ ხარ?-ვიცანი მისი ხმა
-ელის! შენ ხარ? მომენატრე! შენ როგორ ხარ მე... მე ცუდად.-ბოლო მოწყენილი ხმით დაამატა.
როზალი! მესმის შენი  ვიცი როგორია მამის დაკარგვა მე ხომ ეს... ახლახან გამოვცადე.
-კი ვიცი რაც არის. მაგრამ შენ მამას ვეღარასდროს ნახავ სამწუხაროდ მე კი შემიძლია ვნახო.
-როზალი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა! ახლა მთავარია ერთად ვიყოთ და ერთმანეთი არ დავკარგოთ!
-ელის! არასდროს დაკკარგავ! კარგი ახლა ცოტა გავმხიარულდეთ! არაა საჭირო ამდენი მწუხარება. ლუსითან რა ხდება?
-ისაა.. რავიცი არაფერი
-არ მეუბნები? მითხარი! მაინც გამოგტეხავ!
-გთხოვ ტელეფონში არ გვინდა ხვალ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე მოგიყვები.
-კარგი!

ასე დამთავრდა ჩვენი ლაპარაკი. უკვე ღამე იყო. დაღლილი ადრე დავწექი. მალე ჩამეძინა.

დამატებულია (16.11.2010, 18:11)
---------------------------------------------
---------------------------------------------
მეხუთე თავი

მეორე დღეს სკოლაში დიდი სიხარულით წავედი. მიხაროდა რომ ლუისს ვნახავდი და როზალის ყველაფერს მოვუყვებოდი. და აი სკოლასაც მივადექი. კარი ღია იყო. გავიქოცი, მაგვიანდებოდა და თან ლუისი უნდა მენახა. არა ამ გაკვეთილზე ვერ მოვასწრებდი. ფიზკულტურაზ მენახა ჯობდა. მაგრამ ფიზკულტურა ბოლო იყო! ო არა! გავიქეცი ბიბლიოთეკაში. პირველ გაკვეთილს ლუისი ყოველთვის აცდენდა და ბიბლიოთეკაში იყო. კიბეზე ავირბინე და როცა მე3 სართულზე ავედი ბიბლიოთეკის კარს დავუწყე წვალება. ყოველთვის ძალიან რთულად იღებოდა და ახლაც ბევრი წვალება დამჭირდა გასაღებად. აი გავაღე და შევედი. ორი ოთახი იყო. ოთახები პატარა კარით იყოფოდა. პირველ ოთახში ლუისი არ იყო, მეორე ოთახის კარი რომ გავაღე წიგნების თაროების შორის დავუწყე ძებნა. ლუისი ბიბლიოთეკაში ვერ ვიპოვე.

საკლასო ოთახშიც ვნახე,სპორტ დარბაზშიც მაგრამ ლუისი არსად ჩანდა. ალბათ სკოლაში არ იყო. გადავწყვიტე სახლში მიმეკითხა. ამიტომ სკოლის გაცდენა მეც მომიწევდა მაგრამ ეს არ მადარდებდა. გამოვედი სკოლის კარებიდან და ლუისის სახლისკენ წავედი. შემდეგ სირბილი დავიწყე და ამ დროს ბალახებში წავიქეცი. მოტეხილი ხელი დავარტყი და ამტკივდა მაგრამ ლუისის ნახვა იმდენად მინდოდა რომ უცებ ავდექი და ისევ სირბილი განვაგრძე. ლუისის სახლი ტყის იქით იყო ამიტომ ტყის გავლა მომიწევდა. სხვა გზა არ მქონდა, ტყეში შევედი. უკვე აღარ დავრბოდი მეშინოდა. რაღაც ხმები მესმოდა არ ვიცოდი რისი ხმა იყო. აი ბილიკი დავინახე და გავყევი. ტყე დამთავრდა და ლუისის სახლი გამოჩნდა. ის ხმა რაც ტყეში ისმოდა თანდათან მძაფრდებოდა. მივხვდი რომ ხმა ლუისის სახლიდან გამოდიოდა. თითქოს მტვრევის ხმა იყო. ვიღაცა რაღაცას ამტვრევდა.

სახლს დიდი მინის კარი ჰქონდა. ფრთხილად შევაღე კარი და შევედი. მეორე სართულიდან კვლავ მტვრევის ხმა ჩამოდიოდა. კიბეზე ჩუმად ავედი და საიდანაც ხმა გამოდიოდა იქ შევედი. ოთახი ცარიელი იყო, მაგრამ მტვრევის ხმა კვლავ ისმოდა ოთახში.

მეექვსე თავი
ასე ძალიან არასდროს არ შემშინებია. ვიდექი გაშეშებული და გული სწრაფად მიცემდა. ველოდებოდი რომ თვალებს გავახელდი და აღმოჩნდებოდა რომ სიზმარში ვიყავი... მაგრამ არა. ლუისის გამოჩენის იმედიღა შემომრჩენოდა.

უცბად ყელზე რაღაც ძალიან ძლიერი შემომეხვია,მახრჩობდა. მინდოდა მეკივლა მაგრამ იმდენად ძლიერად მქონდა ხელები ყელზე შემოჭდობილი რომ ხმას ვერ ვიღებდი. ვეღარც ვსუნთქავდი. თვალები დავხუჭე და ბურუსში ჩავიძირე.

მალე გამოვიხილე. კვლავ იმ ოთახში ვიყავი. ძირს ვეგდე. არანაირი ხმა აღარ ისმოდა. სწრაფად წამოვდექი და ოთახიდან გავედი. პირველ სართულზე ადამიანების ხმამაღალი ხმა ისმოდა და რათქმაუნდა კიბეზე დაშვებას მოვყევი.

ჩავედი პირველ სართულზე და დავინახე რომ ლუისი ფერდაკარგული იჯდა სკამზე. ჯეინი კი ძირს ჩემსავით გულწასული იწვა ძირს. ჯინსის მოკლე კაბა და თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. მისი სილამაზის გამო გულწასულიც ძალიან კარგი გოგონა იყო. ლუისთან მივედი და ჩავეხუტე. თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა და ლუისს მაისური დავუსველე. ისიც ძალიან მაგრად მეხუტებოდა. თან ჯეინს უყურებდა. შემდეგ ადგა, მივიდა ჯეინთან და შეაჯანჯღარა. ჯეინმა ნელ-ნელა გაახილა ლამაზი თვალები და ამაყად ადგა. ლუისი ჩახუტებას ეცადა მაგრამ გოგონამ თავი აარიდა. ოთახიდან გავიდა და მეორე სართულზე თავის საძინებელში ავიდა.

ლუისს ვუთხარი:
-ლუის,ძალიან შემეშინდა. რა ხდებოდა? შენს სანახავად მოვედი სკოლაში რომ არ დამხვდი და აქ რომ მოვედი მაშინვე ახმაურებულ ოთახში ავედი. მერე... მერე გული წამივიდა რადგანაც ყელზე რაღაცამ მომიჭირა ხელი. ლუის დამპირდი რომ არასდროს,არასდროს არ მიმატოვებ!

-გპირდები! არასდროს არ მიგატოვებ და არ დაგტოვებ მარტო! შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ მაგრამ მგონია რომ ერთ დღესაც უგზოუკვლოდ წახვალ... იმიტომ რომ შენ არ იცი ვინაა ჩემი ერთადერთი და ჯეინი. ის ჩემი დაა და უნდა მიყვარდეს და მიყვარს კიდეც მაგრამ შენ... არვიცი მოგეწონება თუ არა როცა გაიგებ რისი ჩამდენიცაა და ვინ იყო ადრე. მე ის ამ ამბების გამო მაინც მიყვარს.

-რა? რა ამბები? გთხოვ მომიყვე ყველაფერი რაც კი მომხდარა!

-არა ახლა ანერვიულებული ხარ... მალე ყველაფერს გაიგებ! დამიჯერე.

-კარგი. მიყვარხარ!

სახლში მან გამაცილა და უკან დაბრუნდა. ცოტა ხანს ოთახში ტელევიზორს ვუყურებდი. შემდეგ საჭმელი ვჭამე და დავიძინე.


 
ფორუმი » სხვადასხვა » თავისუფალი ფორუმი » ჩვენი შემოქმედება
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz