me harize davwwere motxroba ai ganaxebtდამატებულია (17.05.2011, 20:37)
---------------------------------------------
წინასწარმეტყველება..
ზაფხულის ცხელი დღე იდგა,ერთმანეთზე მიწყობილ სახლებს ყვითელი ზოლები დასდევდა,პრივიტ დრაივს ბავშვების ყიჟინი აყრუებდა,დიდიც და პატარაც გარეთ იყო და ერთმანეთის გაგრილებით იქცევდა თავვს,ამ ღმერთისგან მივიწყებულ დღეს,მხოლოდ ერთი,ძალზედ უცნაური ბიჭი ჰარი პოტერი იყო მარტოდმარტო საკუჭნაოში ჩაკეტილი,პატარა სარკმელთან ატუზულიყო და ხალხის ჟრიამულს უგდებდა ყურს.ალბათ განტერესებთ თუ რატომ იყო საკუჭნაოში ჩაკეტილისიმართლე გითხრათ ეს არც მე არ ვიცი,ის კი ნამდვილად ვიცი რომ მშობლები არ ჰყავდა და დეიდა პეტუნიასთან და ძია ვერნონთან იზრდებოდა.შუბლზე ნაიარევი ჰქონდა,ამბობენ თანდაყოლილიაო ,მაგრამ ამაში ეჭვი მეპარებოდა.ეს ბიჭი ყველასაგან იმით განსხვავდებოდა,რომ ჯადოქარი იყო,ჰქონდა იმის პარივი რომ ესწავლა ჰოგვოსტში,ყველაზე უცნაური კი ის იყო,რომ ღამით საშინელ კოშმარებს ხედავდა,ესიზმრებოდა მოხუციი მამაკაცი,გრძელი თეთრი წვერით,ნახევარმთვარისებური სატვალით,მწვანე მოსასხამით,ხელში უზარმაზარი ეშვებიანი წიგნით და ბედნიერი გამომეტყველებით,რომელიც ეუბნებოდა ჰარის რომ მალე,ძალიან მალე დადგებოდა ქვეყნიერების აღსასრული და მხოლოდ მას შეეძლო კაცობრიობის განადგურების შეჩერება.ჰარი ყვირილით იღვიძებდა,გულის ძგერა უჩქარდებოდა,ქოშინით სუნთქავვდა,ცრმლები მოსიოდა,ნაიარევი კი საშინლად სტკიოდა,მის ყვირილზე ძია ვერნონი ერთი-ორ სიტყვას წაიბუტბუტებდა და ისევ გამაყრუებელ ხვრინვას ამოუშვებდა,ჰარის ყურადღებას არავინ აქცევდა,გარდა მისი ორი საუკეთესო მეგობრის რონის და ჰერმიონას.ჰარიმ ძალიან კარგად იცოდა ვინ იყო ის კაცი რომელსაც ღამის კოშმარებო მოჰქონა,ის ხომ უმაღლესი დონის ჯადოქარი და წინასარმეტყველი ალბუს დამბლდორი გახლდათ.
იგი ძალიან კეთილი და მოწყალე ადამიანი იყო,ჰარი ძალიან უყვარდა,ბევრჯერ გადაარჩინა სიკვდილს სრულიად უანგაროდ.იგი ჰოგვორსტის დირექრტორი იყო და მიუხედავად მისიი მძიმე სამუშაოსა იგი მაინც ახერხებდა ბიჭუნას მონახულებას.ჰარი ძალინ ცდილობდა აეხნა ის სიზმარი,რასაც ყოველ ღამე ხედავდა თუმცა ამაოდ.
ერთ პირქუშ საღამოს ჰარიმ ალფრედ აინშტაინის "ჯადოქრების მოგზაურობა ამერიკაში" ხუთი -ათი გვერდი აიკითხა და დაიძინა,ტკბილ მოგონებებში ჩაძირული,ჰაერივით მსუბუქი ღრუბლებზე მიაბიჯებდა,უყურებდა ცოოდვებით სავსე სამყაროს და ნელ-ნელა ხსნიდა იმ ამოცანას რასაც დამბლდორი წინასწარმეტყველებდა,შავი ჩრდილები ერთი წერტილიდან მეორისაკენ მიფრინავდნენ,თავით აპობდნენ ჰაერს და საზარელ ხმას გამოსცემდნენ.მათი კივილი ჰარის საშინელ მოგონებებს უღვიძებდა.უცებ ყველაფერი გაშავდა და ჰარი რეალობაში დაბრუნდა,მას თავზე დამბლდორი წასდგომოდა და სიხარულით შეპრობილი თვალებით შეჰყურებდა ბიჭუნას,ჰარი გაკვირვებისაგან შეხტა,მიიხედ-მოიხედა,სატვალე გაისწორა,თმები ხელით შეისწორა და დამბლდორს მიაპყრო მზერა.
-ჰარი,როგორც შევიტყვე ამოგიხსნია ჩემი განტოლება,ყოჩარ.ნამდვილად აღსანიშნავია..
-მადლობთ პროფესორო..-ჰარი მოუოდნელობისაგან გაწითლდა.
-დროა ამ საკუჭნნაოდანაც გამოხვიდე,შენი არდადეგები დასრულდა,მაგრამ სანამ ჰოგვორსტში წახვალ მინდა წინასწარმეტყველება აღრასრულო,მაგლები და ჩვენ ჯადოქრები გადაგვარჩინო იმ საშინელებისაგან რომელიც მოგველის.
-კი მაგრამ პროფესორო დამბლდორ,საკუთარ მომავალზე ვერ მიზრუნია და ხალხის მომავალი როგორ გადავარჩინო?
დამბლდორს სახეზე სიცილის გამომეტყველებამ გადაურბინა.
-ჰარი,ეს არც ისე ადვილია,თუმცა მე მჯერა რომ შენ ამას შეძლებ.თან მარტო არ იქნები,შენი ორი საყვარელი ადამიანი გეყოლება გვერდით.
დამბლდორის სიტყვებზე კარი ჭრიალით გაიღო და ჰერმიონა და რონი შემოვიდნენ.ჰერმიონა მაღალია,თაფლისფერთმიანი,მომხიბველი გარეგნობის გოგონა იყო,ძნელად თუ გაარჩევდით ანგელოზისაგან.ჰარი მისი ყოვლისმცოდნეობით აღფრთოვანებული იყო.
რონი მაღალი ,ჟღალთმიანი,ცისფერთვალება,შესანიშნავი გარეგნობის ბიჭი იყო,ძნელად თუ ჩაუვლიდით გვერდით ისე რომ იგი არ შეგემცნია.ჰარისათვის ორივე საყვარელი,კეთილი და მეგობრული ადამიანი იყო.მათ ერთმანეთისს დანახვა ძალიან გაუხარდათ,სამი თვის მონატრებულები ერთმანეთს თაფლივით მიეწებნენ და ტირილი დაიწყეს.დამბლდოორი მათ სიხარულით შეჰყურებდა და ალბათ ტირილს დაიწყებდა თავი რომ არ შეეკავებინა.რამოდენიმე წუთის შემდეგ მათი სიჩუმე ჰარიმ დაარღვია:
პროფფესორო დამბლდორ მადლობელი ვარ თქვენი,იქნებ ეს ოთახიც დამალაგებინოთ?
დამბლდორმა ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით მთელი ოთახი დააწკრიალა,ჰარიმ მას მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.ორიოდე წუთის შემდეგ ოთხივე გრძელ და საშიშ გზას დაადგა.ღამის სუსხი ,საშინელ სიცივეში გადაიზარდა,მწვანე მინდვრების ნაცვლად კი გაყინული თოვლი მიუყვებოდა გზას ირგვლივ,მოგზაურობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო.თითქმის ერთი თვე იარეს,იმის იმედით გულმოკლულებს,რომ ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო სწორედ მაშინ შემოუტრიალდათ ბედი.ჰოგსმიდის ტბის ნაპირას უამრავი ჯადოქარი იყრიდა თავს,მათ შორის დამბლდორიც იყო,თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ამ ბოლო ხანებში ტბას არავინ გაჰკარებია.ჰარი და მისი მეგობრები ამ ამბის მოსმენის შემდეგ გაოცებულები დარჩნენ,თითქმის ოცი წელი გასულიყო მას შემდეგ რაც ჯადოქრებმა ტბა დატოვეს და სადღაც უფსკრულში გადაიხვეწნენ,საუბარში გართულებმა ვერც კი შეამჩნიეს რომ ტბას მიუახლოვდნენ და რომ არა დამბლდორი თითოეულ მათგანს უფსკრული შეიწირავდა.იქაურობა სასინელ საჯინიბოს ჰგავდა,ყველგან ტალახი იყო,ხეები ერთმანეთის მიყოლებით უსწორმასწოროდ იყო გადაგლეჯილი,ეს ყველაფერი ნამდვილად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.ჰარის ნაიარევის საშინელი ტკივილი სტანჯავდა,მაგრამ არ სურდა ამის დამბლდორისათვის გამხელა,რადგან ისედაც უამრავი პრობლემისა არ უნდოდა თვითონაც გამხდარიყო ერთ-ერთი პრობლემა.უცებ სასინელი ბინდი ჩამოწვა,შავი ჩრდილები ისევ დაფრინავდნენ,ოღონდ უფრო ახლოს,ჰარის პირდაპირ ყურში უკიოდნენ,ბიჭი დაიბნა,გაქცევა სცადა ,მაგრამ ნაბიჯ ვერ გადადგა,ჯოხი ამოიღო დაიძახა ექსპელიარმუს და წყვდიადი გაქრა.ჰარი ისევ იმ საკუჭნაოშიი აღმოჩნდა,სადაც თითქმის მთელი ცხოვრება დაჰყო,ისევ სტკიოდა ნაიარევი,თუმცა ხვდებოდა რომ ეს უბრალოდ კოშმარი იყო,ამიტომაც შეისწორა ბალიში და სიზმრებთან ერთად უსასრულობასი ჩაიძირა.....
აი ეს იყო...მოგეწონათ?