თუ გსურთ რომ იმუშაოთ ქარაგმებში უნდა გაიაროთ ქასთინგი. განსაკუთრბული არაფერია კითხვებზე სწორი პასუხებია საჭირო და იმ შემთხვევაში მიიღებით თუ კითხვიდან 3 პასუხი მაინც გექნებათ სწორი.
(პასუხები პმში მომწერეთ კითხვებთან ერთად თორემ გადაწერის დიდი შანსია). სულ მჭირდება 2 რედაქტორი,3 ჟურნალისტი,1 მაძიებელი(ინფორმაციის მაძიებელი),1 აქსესორისტი (ანუ სურათების და ვიდეოების მომძებნელი)
რედაქტორმა უნდა შეასწოროს დადებული ტექსტი. ჯურნალისტმა უნდა მომცეს დასრულებული ჟურნალის ნომერი პმში შემდეგ მე დავდებ,მაძიებელმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია და გადასცეს ჟურნალისტს (პმში)
აქსესორისტი უნდა მოიძიოს სურათები და ვიდეოები და გადასცეს ჟურნალისტს (პმში) შემდეგ ჟურნალისტმა უნდა დაამუშაოს ეს ყველაფერი დაწეროს ტექსტი,შეასწორებინოს რედაქტორს,დაადოს ფოტოები და მომცეს მე პმში რათქმაუნდა (ტექსტი ქართულად) მე დავდებ და რაც არ მომეწონება ამოვშლი და რაც დააკლდება დავამატებ.
ვისაც უნდა რედაქტორობა ეს ტესტი შეავსოს:
1.რას გააკეთებთ როცა სასვენი ნიშნები სწორად არ წერია?
2.სურათი არასწორედაა დამატებული,მისი გასწორება თქვენც არ იცით.რას აკეთებთ ასეთ დროს?
3.ინფორმაციაში რაღაც არ მოგწონთ მაგრამ ვერ ხვდებით რა. რას გააკეთებთ?
4.თუ ვიდეო არ დევს სწორედ,როგორ ასწორებთ?
ვისაც უნდა ჟურნალისტობა ეს ტესტი შეავსოს:
1.როგორ გააფორმებთ სტატიას? (რა რის მერე იქნება ანუ)
2.თქვენს მიერ გაფორმებულ სტატიაში ყველაზე ბევრი რა იქნება? (სავარაუდო პასუხები: ტექსტი,სურათები თუ ვიდეოები)
3.რა არის თქვენთვის მთავარი სტატიაში? (სავარაუდო პასუხები: ბევრი საინტერესო ფაქტი,საინტერესო სურათები,თუ უცნაური ვიდეოები)
4.თუ სურათი ან ვიდეო არ არის, აუცილებლად ჩაუმატებთ? (თუნდაც არ იყოს ფაქტთან შესაბამისი ვიდეო ან სურათი)
ვისაც უნდა მაძიებლობა ეს ტესტი შეავსოს:
1.სად მოძებნით უცნაურ ინფორმაციებს?
2.თუ რაღაც ზედმეტი სიმბოლოები ან სასვენი ნიშნებია,გაასწორებთ თუ რედაქტორმა გაასწოროს?
3.ინფორმაციას ამ ორი საიტიდან რომლიდან უფრო ხშირად მოძებნით? ვიკიპედიიდან თუ გუგლიდან?
4.დაგავალეთ რომ რომელიმე ჯადოსნურ არსებაზე მოიძეთ ინფორმაციათქო,რომელზე მოიძებთ? (მაგ. ვამპირი,მაქცია,გველი...)
ვისაც უნდა აქსესორისტობა ეს ტესტი შეავსოს:
1.რომელი საიტიდან მოიძიებთ ვიდეოებს და სურათებს?
2.როგორი ხარისხის სურათებს მოძებნით ნათელს თუ მუქ ფერებში სურათებს?
3.დაგავალეთ ქართულ ენაზე უცნაური ვიდეოს მოძებნა,სად მოიძიებთ?
4.გაგეთიშათ ინტერნეტი და ვერ შემოდიხართ. ადმინისტატორს დაავალებ თქვენი საქმის შესრულებას თუ რომელიმე მომხმარებელს?