Harry Potter

ორშაბათი
07.07.2025
06:21
ჯადოქარი: Гость | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები Гость | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
საუკეთესო კლუბი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 23 » ბონი კეტლინ რაიტი (Bonnie Kathleen Wright)
15:53
ბონი კეტლინ რაიტი (Bonnie Kathleen Wright)
ბონი დაიბადა ლონდონში. მის მშობლებს აქვთ საკუთარი საიუველირო ფირმა Wright & Teague. ახალგაზრდა მსახიობს ძალიან უყვარს ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცაა მუსიკა, სიმღერა და მხატვრობა. თავისუფალ დროს კი სიამოვნებით თამაშობს ფეხბურთს ან ჩოგბურთს. ასევე გატაცებულია სერფინგით და როგორც ამბობს უნდა საკუთარი კურორტი ჰქონდეს ავსტრალიაში.
ბონის მსახიობური კარიერა 2001 წელს ფილოსოფიური ქვით დაიწყო. მან ბედი ჯინი უიზლის როლზე სცადა, რადგან მისი ძმის თქმით ძალიან ჰგავდა ამ პერსონაჟს. პირველ ფილმში მისი როლი მხოლოდ კინგს-კროსის ეპიზოდით შემოიფარგლებოდა. მომდევნო ფილმებში მისი როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით მეექვსე ფილმია აღსანიშნავი, სადაც ბონის პერსონაჟი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ხდება რა ჯადოქრული ბრიტანეთის ერთადერთი იმედის სიყვარულის ობიექტი. ამჟამად ბონი პოტერიანას ფინალურ ფილმებშია დაკავებული. ჯინი უიზლის მან აგრეთვე თავისი ხმა "ათხოვა” ჰარი პოტერის შესახებ შექმნილ უკანასკნელ თამაშებში: Harry Potter and the Order of the Phoenix და Harry Potter and the Half-Blood Prince. ჰარი პოტერის გარდა ბონიმ ორ სატელევიზიო ფილმში მიიღო მონაწილეობა: Stranded (2002, Hallmark) და Agatha Christie: A Life in Pictures (2004, BBC). ამ უკანასკნელში ბონიმ ახალგაზრდა აგატა კრისტის როლი შეასრულა. ბონი თანდათან იმსახურებს კრიტიკოსების კეთილგანწყობასაც.
"სიკვდილის საჩუქრების” გადაღების პარალელურად მის რაიტი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობს და ჰარი პოტერის შემდეგ შესაძლოა კამერის მეორე მხარეს განაგრძოს მუშაობა.

საინტერესო ფაქტები

ბონის ჰყავს უფროსი ძმა – ლუისი.
კომპანია დისნეის ანიმაციური სერიალის The Replacements გაახმოვანა ვანესა.
ბონი იყო ერთ-ერთი იმ ორმოცდაათი ცნობილი ადამიანიდან, რომელთაც 2008 წლის ნოემბერში პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის მიერ გამართული აუქციონისთვის ჯგუფ Status Quoს ალბომი გააფორმეს.
ნანახია: 1477 | დაამატა: ginny:) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2025 ჰოსტერი uCoz