Harry Potter

პარასკევი
17.05.2024
10:16
ჯადოქარი: Гость | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები Гость | RSS მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
საუკეთესო კლუბი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2011 » მარტი » 12 » W I T C H
20:29
W I T C H
ai WITCH-is mesame natsilic! Zalian saiteresoa :)
a)sicocxlis sami tskaro
b)roxana
c) ketili brZeni...
d) ra mouvaT jeisons, marias da JUSTINS???
 
 
                                               
                                         W I T C H
 
 -მარია, მარია... მარია... მარია! -აჰ, ჯეისონ... ოოხ რა იყო!.... ჯეისონ!!! ვაიმე ჯეისონ მარკი იპოვნეთ???!!! ჰა მითხარი!!! - მარია მკლავბში წდვა უფროს ძმას და მაგრა შეანჯღრია. -მომეშვი, მომეშვი! ვერა! ვერ ვიპოვნე! ვერა! და შენ ქალბატონო გუშინ ჯასტინთან ერთად რამ დაგაძინა?! ჰა?! - მარიამ საწოლის მეორე მხარეს გაიხედა. -აქ არავინ წევს?! -ხომაგრამ დივანზე ჯასტინთან ერთად იწექი! -რაღაც სისულეელეებს ნუ მიედ მოედები! და მე დივანზე რა მინდოდა?! -ჰაჰ! ის ვაჟბატონი კარგად გეხუტებოდა სანამ არ გავაღვიძე?! - მარია წამოწითლდა და გაეღიმა - რა გაცინებს?! მე სენზე ვწუხვარ და შენ?! გინდა რომ იმ ბიჭმა გამოგიყენოს?! -არავინაც არ მიყენებს! მორჩი სისელელეებს! ვერ ხედავ ლოგინში ვწევარ?! - კი ლოგინში მე გადმოგაწვინე! -კარგი მაშინ ჯასტინი სადაა?! -შენ რა გგონია ჯასტინს გვერძე მოგიწვენდი??? სახლში გავუშვი... -იმ სიბნელეში - სიტყვის დამთავრება არ დააცადა მარიამ ჯეისონს. -მარია! შეეშვი მაგ ბიჭს! კარგს არაფერს მოგიტანს მაგასტან ყოფნა! -დებილი ხარ! არ მინდოდა შენთვის ამის თქმა მაგრამ ნამდვილი სულელი ხარ! ჯასტინი არ მიყვარს და ჩემსა და მას შორის არც არაფერი არ მომხდარა! მორჩი რა მასეთ დებილობებს! და დედა სადააა???!!! -მთელი დღეა თავის ოთახშია გამოკეტილი! ჯერ ის არ ეყოფოდეს, რომ მარკი დაიკარგა! ახლა შენ! -მოკეტე! აფრენ! ჯასტინი არაა ცუდი ადამიანი! შეეშვი მაგ ბიჭის ლანძღვას!!! -ჰაჰ რაღათქმაუნდა ცუდი ბიჭი არაა!!! შენც სხვა გოგოებივით შეგაბა!!! მისმინე მარია - ჯეისონი თავის დასთან მივიდა და ხელები მხრებში მაგრა ჩაჰკიდა - მარია, მიყვარხარ და არ მინდა გული გეტკინოს! ჯასტინი ერთს მოგეფერება, თვალებში ჩაგხედავს, თავს მოგაწონებს, სემდეგ შეგაცდენს და მიგატოვებს!!! მარია მაგ ბიჭს აღარ გაეკარო! -მორჩი რა! რაებს დებილობ! შენს დაშიც კი ეჭვი გეპარება! შენ სოფლის სხვა გოგოები არ გეგონო რომლებიც იმას იბრალებენ რომ ჯასტინმმა შემაცდინა შემაცდინაო! მორჩი რა! ნუთუ იმათი გჯერა!!! სულს ეშმაკს მიყიდიან ოღონდაც ჯასტინი მათი იყოს და... და... (მარიას სიცილი აუტყდა) და მათზე დაქორწინდეს. -არამგონია ჯასტინმა მაგი გააკეთოს... ის ისეთი თავქარიანია... და მაგ გოგოების ამბავიც არ მიკვირს... -ოოოო... ჯეისონ! გადი უნდა ჩავიცვა. -ხო მალე ჩამო! მშია მუცელი მისკდება -და ჯეისონმა თავი მოისაწყლა -დროზე გადი! - და სიცილით მარიამ თავისი შარფის რტყმევა დაუწყო -ჰაჰ ჩემი პატარა პრინცესა - თქვა ჯეისონმა და ხელში აიყვანა, მარია კი ყვიროდა დამსვი დამსვიო -ჩემი პრინცესა ხომ იცი როგორ მიყვარხარ (: ჩემი ლამაზი პრინცესა... მოდი ეხლა მაკოცე თორემ ეტკინა შენ ბებერ ძმას ზურგი J - მარიამ ძმას აკოცა და სიცილით დახტა მიწაზე, ჯეისონი კარს, რომ იხურავდა მოტრიალდა და მარიას უთხრა - კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! ჯასტინს ერიდე! - პასუხად კი ბალიში მიიღო, რომელიც მარიამ ესროლა, თვითონ კი კარი დროულად გაიკეტა თორემ ბუბულით ექნებოდა პირი სავსე. ჯეისონის ნალაპარაკევს მარიაზე გავლენა არ მოუხდენია რადგან გუშინ თავისი ყურით მოისმინა ჯასტინი სიყვარულს როგორ უხსნიდა... უბრალოდ შერცხვა, არ იცოდა რა ეთქვა და თავი მოიმძინარა, ჯასტინიც მივიდა, დაიხარა საკოცნელად, მარია როგორ ერთი სულით ელოდა რომ ჯასტინი მას აკოცებდა, მაგრამ არა J მარამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში რომ ჯასტინი მას არ გამოიყენებდა და ხელსაყრელი დროით არ ისარგებლებდა, რადგან მას მართლა მთელი გულით ყვარდა და ეს იყო ნამდვილი წრფელი სიყვარული, რომელსაც ორივენი ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ J მარია თხუთმეტ წუთში უკვე სამზარეულოში იყო და საჭმელს აკეთებდა -მარია როგორ ხარ? - კარში შემოვიდა მამა, ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო და მთელი ღამენათევი -კარგად მამი და შენ??? -კარგად შვილო... -ჯეისონმა მითხრა რომ მარკი ვერ იპოვეთ... -ხო... მარკუსი კი ეხლა ნამდვილად გაუჩინარდა! მთელი ტყე შემოვიარეთ მაგრამ მარკუსი ვერსად ვერ ვიპოვეთ... იმ კუდიანის ბრალია ჩვენი სოფელი რომ დაწყევლა! -მამ, ვინ კუდიანი???... რას გულისხმობ??? - მარია სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და ხელით მაგიდას დაეყრდნო -რა და ჩემო გოგონავ მეთხუთმეტე საუკუნეში ჩვენ სოფელში ერთი კუდიანი დაიბადა . . . როქსანა... ხალხმა მისი დაწვა გადაწყვიტა მაგრამ არ გამოუვიდა... როქსანამ გაქცევით უშველა თავს და მთებს შეაფარა თავი - და ჯონიმ მთებისკენ გაიშვირა ხელი - და დაიბარა, რომ მოვიდოდა დრო და ის მთელ სოფელს გაანადგურებდა, გამოიყენებდა მამრობითი სქესის წარმომადგენლებს და შემდეგ ცოცხალს გამოუშვებდა, მაგრამ ბიჭები მალევე დაიხოცებოდნენ... მაგრამ სოფელში აგრეთვე იყო ერთი ბრძენი კაცი რომელმაც თქვა რომ როქსანა წყევლას სამი სიცოცხლის წყარო გადაარჩენდა... ჩვენ ეხლა კი ამ სიცოცხლის წყაროების იმედად ვართ დარცენილები... ეჰ!!! ღმერთმა დაწყევლოს ის კუდიანი!!!! მარია საშინკლად ჩააფიქრა მამის ნათქვამმა... ნუთუ როქსანა მართლა არსებობდა და ბიჭებს ის იტაცებდა ჩვენი სფლიდან???გოგონა წამოდგა მამასთვის და ძმისთვის საჭმელი მაგიდაზე დადო... ერთი თეფში კი თვითონ აიღო და დედასთან ავიდა მეორე სართულზე. -დედა, დე, შეიძლება????-მარიამ ფრთხილად დააკაკუნა კარებზე, შემდეგ ფრთხილად შეაღო, დედამისი თავის საწოლზე იწვა, ირგვლივ და-ძმების პატარაობის სურათები ეყარა, კარენს მარკის სურათი აეღო და გულში ჩაეხუტებინა და სულმოუთქმელად ტიროდა-დე აი ეს საჭმელია, დე მარკუსი მეც საშინლად მენატრება, მაგრამ ნახე აი დაბრუნდება... დე... ძალიან მიყვარხარ - დედა ჭამოიწია და მარიას ცაეხუტა -იმედია მამაშნი მარკუსს იპოვნის თორემ მოვკვდები... აცრემლებულმა უთხრა დედამ შვილს. -მამა თუ არა, აი ნახე მე ვიპოვნი! მე წავალ და მე ვიპოვნი! მარკუსს მე მოგიყვან და შენც იცოცხლებ ჩვენთან ერთად დიდხანს და ბედნიერად! -ჩემი მამაცი და კეთილი გოგო! - დედამ ამოიოხრა და მარიას შუბლზე აკოცა. -კარგი დე მე წავედი... დე ხომართლა ადექი ჩაიცვი! ჩვენ შენ გვჭირდები და პირველრიგში მარკს! დე ჩამო ქვემოთ და მოგვხედე და აი ნახავ მარკიც მოვა J . მარია ეზოში ჩავიდა, გაიარა ლამაზი ყვევილებიანი ბაღი, ჭიშკარი გააღო და გარეთ გავიდა, მის სკამზე ჯასტინი იჯდა ლამაზ ვარდისფერ ყვავილს ატრიალებდა. -ჯასტინ... - მარიას გაუკვირდა ჯასტინის დანახვა -აჰ მარია...-ჯასტინი ფეხზე წამოდგა - როგორ ხარ? - მიუახლოვდა და აკოცა, მარია აწითლდა - აი ნახე ეს ყვავილი შენ მოგიტანე... ვიფიქრე... ვიფიქრე... რომ... გავახალისებთქო და... J -აჰ მადლობ ჯასტინ ძალიან ლამაზია... - ჯუსტინმა დაიმორცხვასავით და ტავი დახარა J -რამე ახალი გაიგეთ მარკზე??? -არა არაფერია ახალი, მაგრამ მამაჩემმა მომიყვა, რომ თურმე მეთხუთმეტე საუკუნეში ჩვენ სოფელში ყოფილა ვიღაც კუდიანი როქსანა, რომელსაც სოფელი დაუწყევლია და მერე ვიღაც ბრძენ კაცს დაუმშვიდებია სოფელი, რომ მოვიდოდა სამი სიცოცხლის სიმბოლო და სოფელს გადაარცენდა . . . J -ხო ვიცი მაგგ ლეგენდა, იცი მაგ ბრძენის სახლი ეხლაც არსებობს, სოფლის ბოლოშია, ქვითაა ნაშენები და ჩვენ სახლებთან შედარებით სასახლეა... ხო სასახლეა... ოღონდ აქა იქ ჩამონგრეულია... რამდენი ხანია იქ არ ვყოფილვარ... -შენ რა მანდ ნამყოფი ხარ კიდეც??? -ხო... მთელი ბავშვობა მანდ გავატარე... შენი ძმაც დამყვებოდა... მაგ სახლის შესასვლელთან ვთამაშობდით, მაგრამ შინ შესვლის გვეშინოდა. -და ეხლა გაბედავ შესვლას? -კი რა უნდა, ერთი ძველი სახლია სადაც კეთილი ბებერი ცხოვრობდა J -მაშინ წავიდეთ... -რა?! შენ კარგად ხარ? იქ რა გინდა? -კეთილი მოხუცი მინდა მოვინახულო... -ჯასტინმა ნერწყვი დაგაყლაპა -და იმ კაცისგან რა გინდა -მინდა გავიგო როგორ ავხსნა ამ სოფელს წყევლა? -შენ გაგიჯდი??? ზღაპრებში დაფრინავ რა... -მომყვები თუ მარტო გამიშვებ? -მე აქ დაგელოდები... -კარგი... მარიამ გზა გააგრძელა თან გულსჰი ითვლიდა 1,2,3,4,5 და უცებ -მარია! მოგყვები! ”იეს!!!” გულში გაიფიქრა მარიამ, ჯასტინი მარიასთან მივიდა და ხელი ჩაჰკიდა. -მარია! სად მიდიხარ?! -წამოგვყევი და გაიგებ ჯეისონ!!! J
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1240 | დაამატა: Hermione_Granger | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0
1 volan-de-mort (12.03.2011 21:49) [Материал]
kargia smile magram biggrin kritikas skypeshi gagacnob biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები


Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz